პროექტის შესახებ

SELECTSELECT წარმოადგენს გზამკვლევს საქართველოს საუკეთესო საქორწინო ლოკაციებისა და პროფესიონალებისთვის.

ჩვენ შევქმენით Select წყვილებისთვის, რომლებიც გეგმავენ ქორწილს საქართველოში და სურთ სწრაფად გაიგონ, რომელი ადგილები, გუნდები და იდეებია მართლაც ყურადღების ღირსი.

ბოლო წლებში საქართველო გახდა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება ქორწილებისთვის. აქ შეგიძლიათ გამართოთ ვახშამი ვენახებს შორის, ცერემონია მთის ხედით, დღესასწაული ზღვასთან ან კამერული ქორწილი ისტორიულ მამულში. მაგრამ როცა იწყებთ ლოკაციებისა და პროფესიონალების ძიებას, ადვილია დაიკარგოთ. შეთავაზება ბევრია, მაგრამ იმის გაგება, სად არის ნამდვილად მაღალი დონე, ხშირად რთულია.

Select ამ ძიებას უფრო მარტივს და ნათელს ხდის.

რა არის Select

Select არის საქართველოში მომუშავე საქორწინო ლოკაციებისა და პროფესიონალების კურატორული არჩევანი.

ჩვენ არ ვცდილობთ საიტზე ყველას შეკრებას.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ესთეტიკა და მუშაობისადმი მიდგომა.“

ამიტომ თითოეულ ლოკაციასა და პროფესიონალს ჩვენ ხელით ვამატებთ.

რისი პოვნა შეიძლება Select-ზე

საიტზე თქვენ შეგიძლიათ:

  • იპოვოთ დახვეწილი საქორწინო ლოკაციები მთელ საქართველოში
  • გაეცნოთ შემოწმებულ მაღალი კლასის ფოტოგრაფებს, ვიდეოგრაფებს, დეკორატორებსა და სხვა სპეციალისტებს
  • ნახოთ რეალური კონცეპტუალური ქორწილები და მიიღოთ შთაგონება იდეებით
  • წაიკითხოთ კურატორული გიდები და რჩევები თქვენი ოცნების ქორწილის ორგანიზებისთვის

ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველაფერი რასაც ხედავთ Select-ზე, იყოს სასარგებლო საქართველოში თქვენი ქორწილის ორგანიზებისთვის.

რატომ მაინცდამაინც საქართველო

რამდენიმე საათში შეგიძლიათ აღმოჩნდეთ სრულიად განსხვავებულ პეიზაჟებში: ვენახები, თოვლით დაფარული მთები, ძველი ქალაქები და უსაზღვრო ზღვა.

ამას ემატება შესანიშნავი ღვინო და ქართული სტუმართმოყვარეობა — თბილი, გულწრფელი და დაუვიწყარი.

სწორედ ამიტომ, მთელი მსოფლიოდან სულ უფრო მეტი წყვილი ირჩევს საქართველოს საკუთარი ქორწილისთვის.

ჩვენი იდეა

„ჩვენ გვჯერა, რომ კარგი ქორწილი შედგება სწორი ადამიანებისგან, ლამაზი ადგილისა და დეტალებისადმი ყურადღებიანი მიდგომისგან“

Select — არის სივრცე, სადაც თავმოყრილია ისეთი ადგილები და გუნდები, რომლებთან ერთადაც სანდო, მშვიდი და სასიამოვნოა თქვენი საქორწინო დღის შექმნა.